სიახლეები - კინოინდუსტრია

სად გაქრნენ ჯულია რობერტსი, კიმ ბესინჯერი და სხვა მეგავარსკვლავები

12.10.2019 სიახლეები 25 0 0.0
Загрузка...

ბევრ ცნობილ ადამიანს იმდენად ბეზრდება საჯარო ცხოვრება, რომ მზადაა, პროფესიაც კი შეიცვალოს.

ჯულია რობერტსი

ჯულია რობერტსი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად. „ლამაზმანში“ მონაწილეობის შემდეგ მან ჰოლივუდის ვარსკვლავის სტატუსი მიიღო, ასევე, მეორე „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ მფლობელი გახდა.

მსახიობი კვლავაც აოცებს თავის გულშემატკივრებს: რობერტსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რომანტიკულ კომედიებში აღარ ითამაშებს და პროტესტის ნიშნად თმის ბოლოებიც კი შეიღება ვარდისფრად.

დროის უმეტეს ნაწილს მსახიობი ოჯახთან ერთად ატარებს ნიუ-მექსიკოში. საკუთარ რანჩოში ის ქათმებს ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯულია იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, ის კვლავინდებურად აგრძელებს ფილმებში გადაღებას. მისი ბოლო ფილმი 2018 წელს გამოვიდა.

კიმ ბესინჯერი

კიმ ბესინჯერმა პოპულარობა ჯეიმს ბონდზე გადაღებული ერთ-ერთ ფილმით მოიპოვა. ის ახლაც მოთხოვნადი მსახიობია. მისი ბოლო ნამუშევრებია: „მერვე მილი“, „ჩარლი სან-კლაუდის ორმაგი ცხოვრება“, „50 ელფერით მუქი“.

სწორედ „50 ელფერის“ გადაღების შემდეგ „გაუჩინარდა“ მსახიობი. ახლა ის ოჯახთან ერთად ატარებს დიდ დროს, განსაკუთრებით კი ქალიშვილ აირლენდთან.

ელიზაბეტ ჰარლი

ინგლისელმა მსახიობმა ელიზაბეტ ჰარლიმ სახელი გაითქვა ფილმებით „სურვილებით დაბრმავებულითა“ და „თაღლითებით“. მსახიობის აქტივში 30 სრულმეტრაჟიანი ფილმი და სერიალია.

ახლა მსახიობი იშვიათად ჩნდება ეკრანზე. ის საკუთარი სავაჭრო მარკის პოპულარიზაციითა და ერთადერთი ვაჟის, დამიანის აღზრდითაა დაკავებული.

კეტლინ ტერნერი

კეტლინ ტერნერი უამრავ ფილმშია გადაღებული, მაგალითად, ეროტიკულ ტრილერში „სხეულის სიმხურვალე“, სათავგადასავლო კომედიაში „ქვის რომანი“, მუსიკალურ დრამაში „პეგი სიუ გათხოვდა“ და კომედიაში „ბრიყვი და უფრო ბრიყვი 2“. 1980-იან წლებში მსახიობმა გაახმოვანა ჯესიკა რებიტი სრულმეტრაჟიან მულტფილმში „ვის უნდოდა კურდღელ როჯერის დაღუპვა“.

ამჟამად კეტლინი ნიუ-იორკში ცხოვრობს და პედაგოგობითაა დაკავებული. თუმცა უცნობია, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. მსახიობი არ არის სოციალურ ქსელებში. მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ტერნერი მუშაობს სერიალზე, რომელსაც ქანთრი-მომღერლის დოლი პარტონის ცხოვრებაზე იღებენ.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

ჯულია რობერტსი, მეგავარსკვლავები, კიმ ბესინჯერი
სულ კომენტარი: 0
avatar