სიახლეები - კინოინდუსტრია

სანსა ბოლტონისგან დაორსულდა?

27.05.2016 სიახლეები 518 0 0.0
Загрузка...

 

სამეფო კარის თამაშების უკანასკნელი სერია, იმდენად ამაღელვებელი და მრავალი განსხვავებული სცენით იყო დატვირთული, რომ ვერ დაგადანაშაულებთ, თუ რომელიმე დიალოგს ისეთი ყურადღებით ვერ მოუსმინეთ, როგორც საჭირო იყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გმირი – სანსა სტარკი აღწერს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ბოლტონთან ყოფნის დროს. გმირი საკუთარ ემოციებსა და განცდებზე ალაპარაკდა...
,,მე ამას ჯერ კიდევ ვგრძნობ. დღემდე მტკივა. აქ ვდგავარ, თუმცა კვლავ იმავეს განვიცდი. კვლავ ვგრძნობ, თუ რა გაუკეთა მან ჩემს სხეულს.“

რა თქმა უნდა, ის იმ ფაქტზე საუბრობს, რომ ბოლტონმა გააუპატიურა, თუმცა, შეიძლება თუ  არა გულისხმობდეს სხვა რამესაც? ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მსგავსი ჭორები ვრცელდება. თებერვალში ინტერნეტი აფეთქდა, როდესაც სანსას ოფიციალური პოსტერი გამოჩნდა, სადაც მისი გმირი ორსულს ჰგავდა. თქვენ როგორ გგონიათ, შესაძლოა ის მართლაც ატარებდეს პატარა ბოლტონს მუცლით?

სანსა, დაორსულდა, ბოლტონისგან
სულ კომენტარი: 0
avatar