სიახლეები - კინოინდუსტრია

სერიალი - "ლეგიონი" / Legion - მეორე სეზონის ტრეილერი (2018)

07.03.2018 სიახლეები 319 0 0.0
Загрузка...

გაცნობებთ, რომ ინტერნეტ ქსელში უკვე გამოჩნდა FX არხის პოპულარული სატელევიზიო პროექტის, "ლეგიონის" მეორე სეზონის ვიდეო-რგოლი.

მთავარი გმირი, დევიდ ჰალერი (მსახიობი - დევ სტივენსი) მთელი ცხოვრების მანძილზე ფიქრობდა, რომ შიზოფრენიით იყო დავადებული, თუმცა, სინამდვილეში ის შეიძლება ყველაზე ძლიერი მუტანტი იყოს მთელ მსოფლიოში. დევიდი ცდილობს სწორი პასუხები მიიღოს მკურნალობის შესახებ. იგი სიდს (მსახიობი - რეიჩელ კელერი) შეხვდება და მასთან ნაცნობობის გაბმა, ახალგაზრდა ვაჟს, აიძულებს თავის "დაავადებას" ახალი კუთხით შეხედოს: რა მოხდება მაშინ, თუკი, ხმები და ხილვები, რომლებიც დევიდს ამდენი ხანია უმოწყალოდ ტანჯავს, სინამდვილეში - რეალურია?.. და რა მოხდება მაშინ, როცა გამჟღავნდება, რომ ლენი (მსახიობი - ობრი პლაზა), არც ისე მიამიტი, საყვარელი და მეგობრულია, როგორც ეს, ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს?

ახალ, მეორე სეზონში, მაყურებლებს კიდევ უფრო უცნაური და მომხიბლავი, ასევე, გარკვეულწილად - მუსიკალური ნომრების ხილვა გელოდებათ.

სერიალ "ლეგიონის" მეორე სეზონის ათივე სერიის ყურებას კინომოყვარულები მიმდინარე წლის 3 აპრილიდან  შეძლებენ.

ვაჟა ჩომახიძე.

მეორე, Legion, ტრეილერი (2018), ლეგიონი, სეზონის, სერიალი
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...