სიახლეები - კინოინდუსტრია

სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" ახალი წიგნის მიხედვით გაგრძელდება

29.03.2019 სიახლეები 52 0 0.0
Загрузка...

ყველასთვის საყვარელი „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელება ფილმის სახით აღარ გამოდის, თუმცა გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ამბავი გაჟღერდა, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.
 

წიგნის ავტორმა ქენდის ბუშნელმა ახალი წიგნი სახელწოდებით Is There Still Sex in the City? დაწერა, რომელიც ცნობილი სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ Sex and the City”-ის გაგრძელება იქნება. წიგნის სიუჟეტი ისევ ნიუ-იორკში მიმდინარეობს და რამდენიმე მეგობრის ცხოვრებას მოგვითხრობს, რომელთა ასაკიც 50 წელია. სალაპარაკო თემები უცვლელია, ახალი გმირები ისევე როგორც კერი, სამანტა, მირანდა და შარლოტა სექსზე, სიყვარულზე, მარტოობაზე და პაემნებზე მსჯელობენ.
 

რომანის ეკრანიზაციის უფლება Paramount Television-მა მოიპოვა, თუმცა მაყურებლებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, როდის ექნებათ ახალი სერიალის ყურების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ სერიალი  "სექსი დიდ ქალაქში" HBO-ზე 1998 წელს დაიწყო და 2004 წლამდე გადიოდა. მოგვიანებით კი სერიალის მიხედვით, 2 სრულმეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს, რომელიც არანაკლებ პოპულარული იყო და საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ავტორი: ანი გოგიტიძე

საკვანძო სიტყვები არ არის...
სულ კომენტარი: 0
avatar