სიახლეები - კინოინდუსტრია

სოფი ტერნერი ეკრანზე ახალი სერიალით დაბრუნდება.

17.09.2019 სიახლეები 43 0 0.0
Загрузка...

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი ეკრანზე ახალი სერიალით დაბრუნდება. გამოცემა Just Jared-ის ინფორმაციით, მსახიობი Quibi-ს თრილერში Survive გამოჩნდება, რომელშიც მისი პარტნიორი კორი ჰოუკინსი იქნება. 

სერიალს ალექს მორელის რომანის მიხედვით გადაიღებენ და სიუჟეტი ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილი ორი მგზავრის ირგვლივ განვითარდება. ტერნერის თქმით, მის პერსონაჟს რთული ცხოვრება აქვს, ის უნდა იყოს მამაცი, რომ საკუთარი თავი გადაარჩინოს. ეს პროექტი, „სამეფო კარის თამაშების“ შემდეგ, იქნება პირველი სატელევიზიო შოუ, რომელშიც ტერნერი გამოჩნდება.

ჯერჯერობით უცნობია, სერიალის პრემიერა როდის შედგება. 

წყარო

ახალი, სერიალი დაბრუნება, ტერნერი, ეკრანი, სოფი
სულ კომენტარი: 0
avatar