სიახლეები - კინოინდუსტრია

ცხრა (9) უმძიმესი ტრაგედია გადასაღები მოედნებიდან

26.09.2019 სიახლეები 52 0 0.0
Загрузка...

გადაღებების დროს ყოველთვის ყველაფერი კარგად არ არის...

1. „სიცრუის ილუზია“

წყლის კამერიდან გაქცევის ეპიზოდის გადაღების დროს მსახიობი აილა ფიშერი კინაღამ მართლა დაიხრჩო. ხელბორკილების ჯაჭვი აიხლართა და გოგონამ წყალქვეშ დაახლოებით სამი წუთი გაატარა.

2. „შეუჩერებელნი 2“

ფილმის გადაღებებისას, რეზინის ნავის აფეთქების ეპიზოდის გადაღებისას ერთი კასკადიორი დაიღუპა, მეორე კი მთელი ერთი საათი კრიტიკულ სიტუაციაში იყო და სიკვდილს ებრძოდა.

3. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: პირველი ნაწილი“

დევიდ რედკლიფის დუბლიორმა დევიდ ჰოლმსმა გადასაღებ მოედანზე კისერი დაიზიანა და დაინვალიდდა. 25 წლის კასკადიორი ფილმის გმირების ფრენის სცენაში მონაწილეობდა და კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც წელსზემოთ მთლიანად პარალიზდა.

4. „წვეულება ვეგასში“

ორი ავტომობილის შეჯახების ეპიზოდის გადაღებისას კასკადიორმა სკოტ მაკლინმა თავის ტრავმა და კიდევ სხვა დაზიანებები მიიღო. ტრიუკის შესრულებისას მან მანქანის ფანჯრიდან თავი გამოყო, რა დროსაც მეორე მანქანას შეეჯახა. კასკადიორმა „უორნერ ბრაზერს“ სასამართლოში უჩივლა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

5. „შავი რაინდი“

ოპერატორი კონვეი უიკლიფი მაშინ დაიღუპა, როცა გადაღებებისას მისი ავტომობილი მოსახვევში ვერ შევიდა და დიდი სიჩქარით ხეს შეეჯახა.

6. „ყვავი“

საბედისწერო შეცდომის გამო ცნობილი ბრიუს ლის ვაჟის ბრენდონ ლის შემთხვევითმა დაღუპვამ მთელი ჰოლივუდი შოკში ჩააგდო. გადაღებების დროს ბუტაფორიული პისტოლეტიდან გასროლილი ფუჭი ტყვია მსახიობს პირდაპირ მუცელში მოხვდა. ბრენდონ ლი სისხლისგან დაიცალა.

7. „სამი იქსი“

ვენ დიზელის დუბლიორი ჰარი ო’კონორი პარაპლანით უნდა დაშვებულიყო კატერზე, რომელიც დიდი სისწრაფით მოძრაობდა. კასკადიორმა ტრაექტორია ვერ გათვალა, ხიდს შეეჯახა და უძლიერესი დარტყმის შედეგად დაღუპა. ბოევიკის შემქმნელებმა ეს კადრი ფილმში დატოვეს, რათა პატივი მიეგოთ ო’კონორის უკანასკნელი ნამუშევრისთვის.

8. „საუკეთესო მსროლელი“

მფრინავმა-კასკადიორმა არტ შოლმა ბლოკბასტერ „საუკეთესო მსროლელის“ გადაღებებისას თვითმფრინავზე კონტროლი დაკარგა, რომლითაც ის უმაღლესი პილოტაჟის ფიგურებს ასრულებდა, და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. მაშველებმა ვერც პილოტი იპოვეს და ვერც თვითმფრინავი.

9. „ბინდის საგა“

ვიეტნამის შერკინების გადაღებებისას ვერტალიოტის მფრინავს მართვის სადავეები გაექცა და მიწაზე დაენარცხა, მოკლა რა სამი მსახიობი - ვიკა მოროუ, 7 წლის მუ-სა დინ ლი და 6 წლის რენე შინ-იი. ამასთანავე, მამაკაცსა და ერთ-ერთ ბავშვს თავი ჰქონდათ მოკვეთილი. ფილმის რეჟისორი ჯონ ლენდისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მოსამართლეებმა ის ამ ტრაგედიაში უდანაშაულოს ცნეს.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

კინო, ტრაგედია, უმძიმესი, ცხრა, მოედნები, გადასაღები
სულ კომენტარი: 0
avatar