სიახლეები - კინოინდუსტრია

თურქი მსახიობი, დემეთ ოზდემირი ახალ სატელევიზიო პროექტში განსხვავებული სახით...

27.10.2019 სიახლეები 39 0 0.0
Загрузка...

მალე თურქ მსახიობს, დემეთ ოზდემირს, თავისი გულშემატკივრები ახალ სატელევიზიო პროექტში, რომლის პირობითი სახელწოდება "ჩემი სახლი" იქნება - იხილავენ. აქ ის მთავარ როლს შეასრულებს. დემეთი ძალიან ღელავს, რადგან ეს მისი ახალი როლია. თაყვანისმცემლებისთვის გოგონა ცნობილია სერიალიდან "ნაადრევი ფრინველი". მსახიობი რატომღაც შიშობს, რომ გულშემატკივრების მოლოდინები შესაძლოა ვერ გაამართლოს. მისი ასეთი ხედვის მიუხედავად, ფანატები დარწმუნებულნი არიან, რომ დემეთს ამ პროექტში, დიდი წარმატება ელოდება წინ...

მსახიობმა აღიარა, რომ სერიალის სცენარმა მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. დემეთის თქმით, ეს მისთვის ძალიან საინტერესო "მოგზაურობა" იქნება, რადგან ის შეეცდება რაღაც ახლის პოვნასა და მის მოსინჯვას... პროექტი ნამდვილსა და ძალიან ლამაზ ამბავზეა დაფუძნებული.

"მე შევეცდები, რაღაც განსხვავებული მოვსინჯო. მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ნამუშევრით. ჩვენს ახალ პროექტს აქვს ძალიან ლამაზი ისტორია, რომელიც ძალიან განსხვავდება სხვა ისტორიებისგან."

სერიალი ტელეარხ TV8 - ზე გამოვა. მთავარ როლებში: დემეთ ოზდემირი და იბრაჰიმ ჩელიქოლი ითამაშებენ. სერიალში დრამატული სიყვარულის მორიგი ამბავია წარმოდგენილი. სიუჟეტი თურქი მწერალი ქალბატონის, გიულსერენ ბუდაიჯიოღლუს  (Gülseren Budayıcıoğlu) რამდენიმე რომანის გაერთიანების საფუძველზეა შექმნილი. სავარაუდოდ, ეს გახდება მწერლის ბოლო ნამუშევრის "Camdaki Kız"("გოგონა შუშის მიღმა") ადაპტაცია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა და რომელმაც საშინელად ხმაურიანი წარმატება მოიპოვა თურქეთში. 

სერიალი მაყურებელს, ახალგაზრდა შეყვარებულებს: ნალანსა და ჰაირის გააცნობს, რომელთა შორის ძლიერი სასიყვარულო ურთიერთობები გაჩაღდება.  სიღარიბეში აღიზრდილ ახალგაზრდა ვაჟს "შუშის სასახლის" გოგონა შეუყვარდა, რომელიც კომფორტულსა და ნებიერ ცხოვრებასაა მიჩვეული. მაგრამ არის კი სინამდვილეში, მისი ცხოვრება ისეთი მზიანი და უღრუბლო, როგორც ეს ერთი შეხედვით, გარედან ჩანს?...

ავტორი: ვაჟა ჩომახიძე

თურქი მსახიობი, დემეთ ოზდემირი ახალ პროექტში განსხვ
სულ კომენტარი: 0
avatar