სიახლეები - კინოინდუსტრია

უბერებელი ტომ კრუზის 11 საუკეთესო ფილმი

16.07.2019 სიახლეები 56 0 0.0
Загрузка...

ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, 57 წლის ტომ კრუზი მართლაც შეუდარებელია ამ ფილმებში.

1. „წვიმის კაცი“
Rain Man, 1988

ახალგაზრდა და ამბიციური ჩარლი ბაბეტი იგებს, რომ მილიონერმა მამამ გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება მის უფროს ძმას რეიმონდს დაუტოვა, რომლის არსებობის შესახებაც ჩარლიმ არაფერი იცოდა. ფულის ხელში ჩაგდების ერთადერთი საშუალება აუტისტ ძმაზე მეურვეობის აღებაა. სწორედ ამის გაკეთებას აპირებს ჩარლი და ვერც კი ხვდება, რაში ყოფს თავს.

2. „რამდენიმე კარგი კაცი“
A Few Good Men, 1992

ახალგაზრდა ადვოკატის დენიელ კეფის ხელში ორ მეზღვაურის საქმე მოხვდება, რომლებმაც თვითგასამართლება მოუწყვეს მეგობარს. კეფის ეს საქმე უცილობლად წაგებულად ეჩვენება, მაგრამ პრინციპული გამომძიებელი ჯოანი დაარწმუნებს მას, არ წავიდეს გარიგებაზე პროკურატურასთან, საქმე სასამართლომდე მიიტანოს და სიმართლე გამოააშკარაოს, რომელიც ამ ორ უდანაშაულო ადამიანს დაიცავს.

3. „ჯერი მაგუაიერი“
Jerry Maguire, 1996

უმაღლესი რანგის სპორტული აგენტი ჯერი მაგუაიერი ხელმძღვანელობის გაკრიტიკების გამო სამსახურს კარგავს. გმირი სასოწარკვეთაში არ ვარდება და საკუთარ ფირმას ხსნის, სადაც კლიენტების პატივისცემა და მათზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ჯერის პირველი კლიენტიც მალე გამოუჩნდება - დამწყები და პერსპექტიული რიდ ტიდველი.

4. „შეუსრულებელი მისია“
Mission: Impossible, 1996

ვიღაც „იოვი“, ორმაგი აგენტი, რომელიც ამერიკის უშიშროების სამსახურში მუშაობს, იწყებს ოპერატიული აგენტების ვინაობის მტრისთვის შეტყობინებას. აგენტები ერთიმეორის მიყოლებით იღუპებიან და მთელი ეჭვი იტან ჰანტის მისამართითაა მამართული, რომელიც რაღაცნაირად ჯერ კიდევ ცოცხალია. საკუთარი სიცოცხლე, კარიერა და რეპუტაცია რომ გადაარჩინოს, ჰანტმა უნდა იპოვოს და გამოააშკარაოს „იოვი“.

5. „ვანილის ცა“
Vanilla Sky, 1997

ახალგაზრდა, სიმპათიური და მდიდარი დევიდ ეიმსის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს და ის დარწმუნებულია, რომ ეს სულ ასე იქნება. მაგრამ ერთხელაც მის ცხოვრებაში სიყვარული შემოიჭრება და ზღაპარი კოშმარად გადაიქცევა: ის მომენტალურად კარგავს საცოლეს, სასიამოვნო გარეგნობას და მომავალში ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობას.

6. „განსხვავებული აზრი“
Minority Report, 2002

ახლო მომავალი. დანაშაულის დონემ პრაქტიკულად ნულს მიაღწია. სისტემას ვერ მოატყუებ - სამხილები, მომავლის სცენები, მკვლელების ვინაობა მომენტალურად შედის ბაზაში და მუშავდება ოპერატიული მუშაკების მიერ. მოულოდნელად მომავალი დამნაშავეების სიაში ხვდება ჯონ ენდერტონი - ქვედანაყოფის მეთაური უნაკლო რეპუტაციით.

7. „სამყაროთა ომები“
War of the Worlds, 2005

რეი ფერიერას ყოფილი ცოლი უქმეებზე ბოსტონში მიდის და ბავშვებს - რეიჩელსა და რობის ქმართან ტოვებს. როცა ქალაქს უცხოპლანეტელები შეუტევენ, მამა მთელი ძალით ცდილობს საკუთარი ოჯახის დაცვას და ბავშვების დედასთან დაბრუნებას.

8. „ჯეკ რიჩერი“
Jack Reacher, 2012

ლი ჩეიდის ბესტსელერის მორიგი ეკრანიზაცია. უცნობი ავტომატით კლავს 5 ადამიანს. ყველა სამხილი აშშ-ის არმიის გადამდგარ სნაიპერამდე მიდის, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემებით იტანჯება. დაკითხვაზე ეჭვმიტანილი არაფერ ხელჩასაჭიდს არ ამბობს, გარდა იმისა, რომ ითხოვს, მოძებნონ ვიღაც ჯეკ რიჩერი, რომელიც ნათელს მოჰფენს ტრაგიკულ მოვლენებს.

9. „ობლივიონი“
Oblivion, 2013

მთვარეზე უცხოპლანეტელების შეტევამ დედამიწას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. გადასარჩენად კაცობრიობა სატურნზე გადასახლდა, დედამიწაზე კი მხოლოდ სადგურები დარჩა, რომლებიც წყალს თერმობირთვულ ენერგიად გარდაქმნის, და ამ სადგურის ინჟინერი ჯეკი და მეკავშირე ვიქტორია. ადამიანების უკანასკნელი წყვილი მტრის შემოტევებს იგერიებს, თუმცა დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ პლანეტაზე კიდევ ვიღაც ცხოვრობს.

10. „მომავლის ზღვარი“
Edge of Tomorrow, 2014

ოკუპანტ უცხოპლანეტელებთან ბრძოლამ დედამიწას და კაცობრიობას კოლოსალური ზიანი მიაყენა. მტერი წინ მოიწევს და გარშემო ყველაფერს ანადგურებს. ეტყობა, დედამიწის გადარჩენა უკვე შეუძლებელია. მოულოდნელად მაიორმა კეიჯიმ, რომელიც მთელ ომს გვერდიდან უყურებდა, ერთ-ერთი მიმიკი მოკლა და შეიძინა უნარი, საკუთარი სიკვდილის დღე გადატვირთოს. მას ისღა დარჩენია, გაარკვიოს, როგორ გამოიყენოს ეს ძალა.

11. „ამერიკული კონტრაბანდა“
American Made, 2017

ეს არის აბსოლუტურად რეალური ისტორია ამერიკელი პილოტი-ავანტიურისტისა, რომელმაც კონტრაბანდისტობით დიდი ფული იშოვა, თანაც ისე, რომ გააცურა აშშ-ის უშიშროების სამსახური, თეთრი სახლი და კოლუმბიური ნარკოკარტელი.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

ტომ კრუზი, უბერებელი, ფილმი, საუკეთესო
სულ კომენტარი: 0
avatar