სიახლეები - კინოინდუსტრია

უნაკლო ლივ ტაილერის 5 საუკეთესო როლი

15.07.2019 სიახლეები 48 0 0.0
Загрузка...

მოდელ ბიბი ბიუელსა და მუსიკოს სტივ ტაილერს რომ ძალიან ლამაზი ქალიშვილი ეყოლებოდათ, თითქოს წინასწარ იყო განსაზღვრული, მაგრამ ლივი რომ ასეთი ნიჭიერი მსახიობი იქნებოდა, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.

1. „არმაგედონი“

გიგანტური ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება და მთელ პლანეტას განადგურებით ემუქრება. არმაგედონის გასაჩერებლად ასტრონავტების გუნდი კოსმოსში ძალიან საშიში მისიით მიემგზავრება, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეთ.

2. „წარმოუდგენელი ჰალკი“

ფილმში, სადაც მეცნიერ ბრიუს ბანერის როლს, რომელიც სტრესის დროს გიგანტურ მწვანე მონსტრ ჰალკად გადაიქცევა, ედვარდ ნორტონი ასრულებს, ლივ ტაილერი კი მის შეყვარებულს - ბეტი როსს ასახიერებს.

3. „ბეჭდების მბრძანებელი“

ამბობენ, რომ ლივი გადასაღებ მოედანზე შემთხვევით მოხვდა. საქმე ისაა, რომ არვენის როლი უმა თურმანს უნდა ეთამაშა, ზუსტად გადაღებების წინ კი გაირკვა, რომ მსახიობი ფეხმძიმედ იყო. სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ მისი შემცვლელი და არჩევანი ტაილერზე შეჩერდა.

4. „ის, რასაც შენ აკეთებ“

ახალი რიტმებით საყოველთაო გატაცების ტალღაზე რამდენიმე მეგობარი ჩაწერს სიმღერას, რომელიც ჰიტად იქცევა. მათი ცხოვრება მთლიანად იცვლება. მაგრამ რა გააკეთონ მათმა მეორე ნახევრებმა, რომლებსაც სახელი და დიდება ყოველთვის გვერდს უვლის. ლივ ტაილერის გმირი ბოლომდე „დეკაბრისტის ცოლად“ რჩება და საყვარელ ადამიანს ყველგან დაჰყვება, მაგრამ ისე, რომ ვერც კი ამჩნევს, მისთვის პოპულარობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე სიყვარული.

5. „გოგონა ჯერსიდან“

სევდიან რომანტიკულ კომედიაში, სადაც მარტოხელა მამა ნიუ-ჯერსიდან ისევ ნიუ-იორკში დაბრუნებაზე ოცნებობს, ლივ ტაილერმა მხიარული მერის როლი ითამაშა ვიდეოგაქირავების სალონიდან, სწორედ ამ გოგონასი ჯერსიდან.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

უნაკლო ლივ ტაილერის 5 საუკეთესო როლ
სულ კომენტარი: 0
avatar