სტატიები - კინოინდუსტრია

10 საახალწლო ფილმი სიყვარულზე, რომლებიც დღესასწაულზე რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით

21.12.2018 სტატიები 84 0 0.0
Загрузка...

ვნახოთ 10 ფილმი სიყვარულზე, რომლებსაც ახალი წლის დღეებში უნდა უყუროთ, თუ გსურთ, რომ რომანტიკული განწყობა შეიქმნათ.

1. „შვებულება“/The Holiday - ფილმში ორი გულგატეხილი ქალის საინტერესო თავგადასავალს ნახავთ. ეს იმ ფილმების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ნახვაც მაყურებელს არასოდეს ბეზრდება. გარდა საინტერესო ისტორიისა, ფილმში ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ნახავთ.

2. „რეალური სიყვარული“/Love Actually - კლასიკური სადღესასწაულო ფილმი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია.

3. „ინტუიცია“/Serendipity - რომანტიკული ფილმი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება.

4. „სტოუნების ოჯახი“/The Family Stone - ამ ფილმში ყველაფერია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

5. „მეოჯახე“/The Family Man - ფილმი დაგაფიქრებ იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

6. „ოთხი შობა“/Four Christmases - ეს არის რომანტიკული კომედია, რომელზეც ბევრს იცინებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.

7. „ეს მშვენიერი ცხოვრება“/It's A Wonderful Life - კლასიკად აღიარებული ფილმი შთამბეჭდავი სასიყვარულო ამბით.

8. „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“/Bridget Jones's Diary - ამ ბრიტანულ რომანტიკულ კომედიაში ნახავთ სასიყვარულო სამკუთხედს და საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალს.

9. „თეთრი შობა“/White Christmas - მხიარული სადღესასწაულო ფილმი არაჩვეულებრივი საუნდტრეკებით.

10. „უბრალოდ მეგობრები“/Just Friends - მამაკაცი, რომელიც სკოლაში ვერავის ხიბლავდა, გადაწყვეტს, რომ იმ გოგონას გული მოიგოს, რომელიც, ყოველთვის უარყოფდა და დასცინოდა. ფილმზე ბევრს იხალისებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.

წყარო

ფილმები, სიყვარული, რომანტიკული, ფილმი, განწყობა, დღესასწაული, ახალი წელი, რჩევები, 10 საახალწლო, ქალები
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...