სტატიები - კინოინდუსტრია

ათი ყველაზე საშინელი ფილმი კინოს ისტორიაში!

08.11.2016 სტატიები 873 0 5.0
Загрузка...

აიტ Reel Scary მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, დასახელდა მსოფლიო კინემატოგრაფიაში შექმნილი ათი ყველაზე საშინელი მხატვრული ფილმი. ინტერნეტ-მომხმარებელმა ყველაზე საშინელი ფილმები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეაფასა,  რომელთა შორის იყო: სიმძაფრე-დაძაბულობა, საშინელება და ძალადობა.

საერთო ჯამში, თუკი, საშინელებათა ფილმებს დავალაგებთ ძალადობის დონის მიხედვით, მაშინ მათ შორის ყველაზე პირველი, ახალზელანდიური მხატვრული ფილმი - "Braindead" - "თავგაჭეჭყილი მკვდარი"- ა, რომელიც 1992 წელს, რეჟისორმა,  პიტერ ჯექსინმა გადაიღო.

კატეგორიაში: სკანდალური ნეკრო - პორნო - ინცესტ - თრილერი, გაიმარჯვა სურათმა - "Srpski film" - "სერბული ფილმი", რომელიც 2010 წელსაა გადაღებული რეჟისორ სრჯან პასოევიჩის მიერ.

მაქსიმალური დაძაბულობის შეგრძნების მიხედვით კი - პირველი ადგილი დაიმკვიდრა - 1979 წელს გადაღებულმა კანადურმა ფილმმა - "The Changeling" - "ცვლილება". იგი რეჟისორ პიტერ მედაკს ეკუთვნის. ამ თვალსაზრისით, ნამუშევარს მსოფლიო კინოისტორიაში, ბადალი არ ჰყავს.

მომხმარებლებმა წარმოადგინეს მსოფლიო კინოისტორიის ყველაზე საშინელი ფილმების სია, რომელთა პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. წამებულები / Martyrs (2008) 

2. გაბოროტებული მკვდრები / Evil Dead (1981)

3. მგლის ორმო / Wolf Creek (2005)

4. სერბული ფილმი / Srpski film (2010)

5. ცოცხალი ლეში / Braindead (1992)

6. კაციჭამიების ჯოჯოხეთი / Cannibal Holocaust (1979)

7. ცვლილება / The Changeling (1979)

8. შიგნით / Inside (2012)

9. ზეციური ტბა / Eden Lake (2008)

10 . მკვდრების განთიადი Dawn of the Dead (2004)

საშინელებათა ფილმების მოყვარულებს, ეს ათეული, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ!

კინოს, საშინელი, ისტორიაში!, ფილმი, ყველაზე, ათი
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...