სტატიები - კინოინდუსტრია

"ქოსემის რისხვა“, ახალი სეზონის შესახებ

07.11.2016 სტატიები 1027 0 0.0
Загрузка...

თურქული სერიალი „დიდებული საუკუნე“ განსხვავებული გმირებითა და ისტორიებით გრძელდება. მთავარი გმირი XIV საუკუნის სულთანი - აჰმედი, ოტომანების დინასტიის პრინცი და სულთან მეჰმედ მესამისა და ჰანდან სულთანის შვილია.

 

1. აჰმედი მისტირის დაკარგულ უფროს ძმას. წინასწარმეტყველების მიხედვით სწორედ აჰმედის უფროსი ძმა უნდა ასულიყო ტახტზე, თუმცა ის განდევნეს.

 

2.  ამ დროს  საბრეძნეთში ცხოვრობს 13 წლის გოგონა ანასტასია დედასთან, მამასთან და უფროს დასთან ერთად. მოგვიანებით, ანასტასიას დახატავენ ცხვართან ერთად და ეს პორტრეტი ხელში ჩაუვარდება სულთან საფიეს, რომელიც სულთან აჰმედ პირველს, მის შვილიშვილს აჩუქებს ნახატს.

 

3. გოგონას გაიტაცებენ და სულთნის სასახლეში წაიყვანენ. სტამბოლის გზაზე ანასტასია პირობას დებს, რომ დაბრუნდება მის სამშობლოსა და ოჯახში.

 

4. სასახლეში მოხვედრის შემდეგ, ანასტასია ეცნობა ახალ ეტიკეტებს. იგი აღმოაჩენს საიდუმლო გასასვლელს ბაღში, სადაც პირველად დაინახავს სულთან აჰმედს.

 

5. აჰმედი ანასტასიას თავს სხვა პიროვნებად გააცნობს და მალე გოგონას სულთნის მიმართ გრძნობები უჩნდება.

 

6. ჰარემხანაში ანასტასიას სილამაზის შურთ და დაიწყებენ მის შესახებ ტყუილი ამბების გავრცელებას.

 

7. მოგვიანებით, ანასტასიას სულთანი თავისთან წაიყვანს და ანასტასია აჰმედის ნამდვილ პიროვნებას ამოიცნობს.

 

8. აღსანიშნავია, რომ ანასტასიას როლის შემსრულებელი შეიცვლება და მის როლს ცნობილი თურქი მსახიობი ბერენ საატი შეასრულებს. ბერენ საატი ქართველმა მაყურებელმა სერიალ "ფატმაგულით" გაიცნო.

 

9. ანასტასიას გავლენა სულტანზე გაიზრდება და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირი ხდება.

 

10. სულთნის სასახლეში დაწინაურების გამო მას თითქმის მტელი სასახლე ემტერება.

 

11. სერიალის გადაღებები ჯერ არ დასრულებულა. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მაყურებელი ჰყავს, რომლებიც ახალი ეპიზოდის გამოსვლას სულმოუთქმელად ელოდებიან.

სეზონის, ახალი, შესახებ, ქოსემის, რისხვა
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...