სტატიები - კინოინდუსტრია

"La La Land" - "ლა-ლა ლენდი" - რით არის საინტერესო "ოსკარის" მთავარი ფავორიტი ფილმი?

19.01.2017 სტატიები 799 0 0.0
Загрузка...

 

დემიენ შაზელის "ლა ლა ლენდს", "ოსკარი 2017" - ის მთავარი ფავორიტი ფილმი უწოდეს! მისი შანსები, როგორც "ნეომუზიკლის" პიონერი ფილმისა, მათი შეეფასებით,  75% - ს შეადგენს. ჰოლივუდმა მსოფლიო კინომანები, მიიზიდა, შაეჩვია რემეიკებს, სიკველებსა და სუპერგმირებზე ფილმებს. ცხადია, თაყვანისმცემლებს საკმარისი რაოდენობით მიაწოდეს სურათები ჰიუ ჯეკმანის სისასტიკით აღსავსე როლებით, ასევე არნოლდ შვარცნეგერიც გაახსენეს, რომელიც ეკრანებს დაუბრუნდა "თერმინატორი: გენეზის" - ით. რაც შეეხება ორიგინალურ სცენარებს, ბოლო დროს, არც თუ ისე ხშირად გვანებივრებენ.

დემიენი, ახალგაზრდა რეჟისორია, მაგრამ უკვე დიდი განაცხადი აქვს გაკეთებული საკუთარ თავზე. ამიტომაც გამოიწვია მისმა მეორე დიდმა ფილმმა, "La La Land" - მა ამოდენა ხმაური, ჯერ კიდევ მისი სამზადისის პროცესში. შეგახსენებთ, რომ პირველი მუსიკალური დრამა, "Whiplash", რომელიც ჯ.კ. სიმონსის იმავე სახელწოდების მოკლემეტრჟიანი ფილმის მიხედვით გაკეთდა  2013 წელს, 2015 წლისთვის სამი "ოსკარის" მფლობელი გახდა, მათ შორის ნომინაციაში "საუკეთესო ხმა".

. შაზელი, როგორც რეჟისორი და სცენარისტი მიხვდა, რომ მუზიკლის ჟანრი, დიდი ხანია გამოემშვიდობა პოპულარობას და იგი რენოვაციას საჭიროებდა. მან "ლა-ლა ლენდში" ყველაფერი საუკეთესო გააერთიანა, რაც გააჩნდა ამერიკულ კინომატოგრაფიას წარსულში და აქვს დღევანდელობაში. კრიტიკოსთა აზრით, მან ახალი ჟანრი შესთავაზა კინომოყვარულებს, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა დგას. მაყურებლის გძნობების დასატკბობად, შეუდარებელი სტილისტიკა დაგვიდგა ბროდვეის კლასიკური სცენებით (ამ ჟანრის მოყვარულები უთუოდ შენიშნავთ კინოკლასიკად აღიარებული ფილმების: "Flying Down to Rio" (1933), " Swing Timeme" (1936) და სხვა აღიარებული სურათების სინთეზსა და ანალოგიებს).

ფილმის სიუჟეტი, იშვიათი სიყვარულის იმპულსურ ფონზე იშლება. მშვენიერი მიასა (ემა სტოუნი) და ჯაზის მუსიკოსის სებასტიანის (რაიან გოსლინგი) რომანული ურთიერთობები, რამაც საფუძველი ალბათ, ცნობილი რეჟისორის, ვუდი ალენის ადრეული ნამუშევრებიდან აიღო. ბრწყინვალე სურათებს მიღმა, ფარული დიალოგი იმალება, რომლსაც მაყურებელი ემოციის ყველა სპექტრში შეჰყავს. საკითხის დილემა -  "სიყვარული, თუ კარიერა?" -  აბსოლუტურად შესაბამისია დღევანდელი გენდერული თანასწორობის ეპოქაში! რა იმელება მის მიღმა, ეს მაყურებლის გადასაწყვეტია. (მე, ჩემი შეხედულებით, ამაზე არ გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას).

რაც შეეხება ფილმის გადაღების წინარე ისტორიას, გაცნობებთ, რომ თავდაპირველად, მთავარი როლები, მაილზ ტელერსა და ემი უოტსონს მისცეს, რომლებიც სულაც არ წარმოადგენდენ, მუსიკალურ კანდიდატურებს. ფილმში შესასრულებელი მუსიკალური პარტიები, უფრო "წავიდა" რაიან გოსლინგსა და ემი სტოუნზე, რადგან ისინი "ოდნავ უფრო მუსიკალურები" აღმოჩნდნენ, ვიდრე მათი წინამორბედები. მსახიობებს თავიანთი უნარ-ჩვევების დახვეწა მოუხდათ იმ დონეზე, როგორც ეს მათ განსასახიერებელ მთავარ გმირებს ეკუთვნოდა. ორთავენი, დიდი მონდომებით მეცადინეობდნენ სამეჯლისო ცეკვების ქორეოგრაფებთან. გოსლინგი კი, სამი თვის მანძილზე, ყოველდრიურად, 7- 8 საათს ატარებდა ფორტეპიანოსთან. სწორედ, ასეთმა თავდაუზოგავმა და რუდუნებითმა შრომამ, შესძინა ამ ფილმს საღი რეალიზმი, ბუნებრივობა და არა - ხელოვნური არტისტიზმი!

ამანაც განაპირობა "ოქროს გლობუსის" ფესტივალზე, 7 ნომინაციაში ფილმის გამარჯვება!

 

ვაჟა ჩომახიძე

Land, რით, la, საინტერესო, ლენდი, ლა, არის, ოსკარის
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...